ირაკლი ჩიქოვანმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა

0

ბუკა პეტრიაშვილისა და ირაკლი ალასანიას შემდეგ “თავისუფალ დემოკრატებს პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანიც ტოვებს. ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინმაც არჩევნებში მხარი დააუჭირა და აღნიშნა, რომ  დასაწყებია ახალი ეტაპი.

“პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მხარი დაგვიჭირა. მინდა მადლობა ვუთხრა ზუგდიდელებს, თუმცა არჩევნებმა ცხადყო, რომ დასაწყებია ახალი ეტაპი, როგორც “თავისუფალ დემოკრატებში“, ასევე ჩემთვისაც. ამიტომ ვტოვებ “თავისუფალი დემოკრატების“ რიგებს და ვაჩერებ პარტიულ მოღვაწეობას. რა თქმა უნდა, სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, მოვემსახურები ჩემს სახელმწიფოს”-აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

სხვა ახალი ამბები: