ირაკლი ღარიბაშვილი: “ბატონი გიორგი არის ჩემი მეგობარი და მას წარმატებებს ვუსურვებ”

0

gariba-kvirikaირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობამ და კოალიციამ პრემიერ-მინისტრობის ძალიან ღირსეული კანდიდატურა შეარჩია.

„ბატონი გიორგი არის ჩემი მეგობარი. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით ერთად, ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე პოლიტიკაში ერთად მოვიდოდით. ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი თანამშრომლობა. მინდა წარმატებები ვუსურვო მას და მის გუნდს. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ჩემს გამოსვლაში ყველაფერი ნათელი იყო. მე ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი და სწორად შევარჩიე ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დრო. ჩემი პრინციპი ცხოვრებაში იყო ასეთი, რომ ყოველთვის ვცდილობდი, გამარჯვებული გავსულიყავი, სადაც ვმოღვაწეობდი, ვმუშაობდი და ა.შ. ასე, რომ მე ვფიქრობ, სწორი დრო შევარჩიე. ახლა ვაპირებ უბრალოდ დავისვენო, დანარჩენს დრო გვაჩვენებს“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.