ირაკლი ღარიბაშვილი: “ქვეყანაში შეწყდა პოლიტიკური ნიშნით დევნა და დისკრიმინაცია”

0

gariba-irakliჩვენი ხელისუფლების პირველი მონაპოვარი: თავისუფლება და სტაბილურობა ქვეყანაში”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

“შეწყდა პოლიტიკური ნიშნით დევნა და დისკრიმინაცია, ადამიანები გათავისუფლდნენ შიშისგან. დეპოლიტიზირებულია პოლიცია. შექმნილია უმთავრესი წინაპირობა ბიზნესის, ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის – ბიზნესს აღარ აშანტაჟებენ, არ მოითხოვენ მისგან პოლიტიკურ ლოიალობას. უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება, ხელისუფლების ჩაურევლობა მედიაში, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. საარჩევნო, თვითმმართველობის, შრომის კოდექსის, სხვა კანონთა ცვლილებებით მომზადდა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.

ჩავატარეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ციკლი, რამაც ხელი შეუწყო დემოკრატიული პროცესის კონსოლიდაციას.  ვაძლიერებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რადგან ქვეყნის წინსვლა – მათ გამართულ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ამ წუთებში საქართველოს პრემიერმინისტრი წლიური მუშაობის ანგარიშს თბილისის საკრებულოში წარადგენს.