ირაკლი გოგოხია – კვართი არც ერთი დღით არ უნდა გავიდეს ზუგდიდიდან

0

“კვართი არც ერთი დღით არ უნდა გავიდეს ზუგდიდან”- ასეთი სახის კომენტარი გააკეთა ქალაქ ზუგდიდის მერმა, ირაკლი გოგოხიამ ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში დასრულებული შეხვვედრის შემდეგ. ირაკლი გოგოხია აცხადებს, რომ იგივე მოთხოვნით წერილს წმინდა სინოდს გაუგზავნის.

“ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სპეკულაცია კვართთან დაკავშირებით. არ შეიძლება, ყოველ წელს, მარიამობის მარხვის წინ მსგავსი აჟიოტაჟის ატეხვა. ზუგდიდელების პოზიცია ცალსახაა – კვართი არც ერთი დღით არ უნდა გავიდეს ზუგდიდან და ჩვენ აუცილებლად მივმართავთ წერილობით წმინდა სინოდს ამის თაობაზე”-განაცხადა ქალაქ ზუგდიდის მერმა, ირაკლი გოგოხიამ.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის წერილი შევიდა, სადაც ის კვართის მოსალოცად ხობის დედათა მონასტერში გადაბრძანებას ითხოვდა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, კვართი საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, გადმოუტანიათ, იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1533 წლიდან კი ლევან პირველ დადიანს ზუგდიდში, სამთავროს სასახლეში გადაუსვენებია. ღვთიმშობლის წმინდა სამოსელი მას შემდეგ დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება.

სხვა ახალი ამბები: