ირაკლი გოგოხია – მოსახლეობას მოვუწოდებთ, ნუ დაანაგვიანებენ გარემოს

0

ლაღიძის ქუჩაზე დებარე დევნილთა კომპაქტური დასახლების მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. აღნიშნულ კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებმა პირებმა ქალაქის მერს, ტერიტორიის დასუფთავება ლაღიძის ქუჩაზე გამართულ შეხვედრაზე თხოვეს.

ქალაქის კეთილმოწყობის ცენტრისა და ა(ა)იპ ზუგდიდასუფთავების წარმომადგენლებმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის ჩართულობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები განახორციელეს.

აღნიშნულ პროცესს ქალაქ ზუგდიდის მერი, ირკალი გოგოხია ესწრებოდა.

“თვეზე მეტია ჩვენ მოსახლეობას ადმინისტრაციულ ერთეულებში ვხვდებით, უშუალოდ მათგან ვისმენთ ამა თუ იმ პრობლემების შესახებ და ვზრუნავთ მათ მოგვარებაზე. აღნიშნულ ჩასახლებაში მოსახლეობამ მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება გვთხოვა, ჩვენ გავითვალისწინეთ მათი თხოვნა და დავასუფთავეთ ტერიტორია, თუმცა მოსახლეობას მოვუწოდებთ, ნუ დაანაგვიანებენ გარემოს. ისარგებონ იქვე განთავსებული ურნებით”-განაცხადა ირაკლი გოგოხიამ.

სხვა ახალი ამბები: