ირაკლი გოგოხია – უფრო მეტი ბიუჯეტი თუ ექნა ზუგდიდს, მეტ კარგ საქმეს გავაკეთებთ

0

ქალაქის მერიაში ირაკლი გოგოხიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა ყველა სამსახურის საქმიანობის შესახებ და თითოეული მათგანის ფინანსური მხარე გააცნო საზოგადოებას. მისივე განცხადებით, წელს ბიუჯეტი სტაბილურობით გამოირჩეოდა და წინა წლებთან შედარებით 5 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა.

ზუგდიდის მერის განცხადებით, მთავარი ხარვეზი მათ საქმიანობაში ნაკლები ოპერატიულობაა.

“საკითხის გადაწყვეტას ორი-სამი თვე სჭირდება. არ ხდება ასე ძალიან მარტივად… უფრო ოპერატიულები უნდა ვიყოთ ნამდვილად. უფრო მეტი ბიუჯეტი თუ ექნა ზუგდიდს, მეტ კარგ საქმეს გავაკეთებთ“, – აღნიშნა მან.

სხდომას საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2016 წელს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული საქმიანობა ფრაქცია „ენმ“-ის წევრების გარდა საკრებულომ დადებითად შეაფასა.

სხვა ახალი ამბები: