ირაკლი კაკულია – ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ჩვენს გმირებს!

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ირაკლი კაკულიამ , საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიამ, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ბიუროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

“28 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ეს დღე საქართველოს ისტორიაში ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა.დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყო ის იდეალები, რომლებსაც ჩვენი თანამემამულეები შეეწირნენ.ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ორმაგად მნიშვნელოვანია -სწორედ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების, იმპერიალიზმის წინააღმდეგ თავგანწირული ბრძოლის შედეგი იყო, ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. ჩვენი თანამემამულეების თავდადებას, სამშობლოსათვის დაღვრილ სისხლს უკვალოდ არ ჩაუვლია. დღეს საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფოა. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ჩვენს გმირებს, ყოველთვის პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და იმ იდეალების ერთგული დავრჩებით”-განაცხადა ქალაქის მერმა.

ფოთის საკათედრო ტაძარში 9 აპრილს სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ასევე ქალაქ ფოთის ბიბლიოთეკაში მოეწყო 9 აპრილის მოვლენების ამსახველი კინო-ჩვენება „ ჩვენ გვახსოვს გმირები“ .

სხვა ახალი ამბები: