ირაკლი კაკულია ფოთის მერის მოადგილის მოვალეობას შეასრულებს

0

1403666_681624735189004_1045749473_oსაკადრო ცვლილებებია ქალაქ ფოთის მერიაში. ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ვასილ თოდუას დღევანდელი, 21 თებერვლის N60-ე ბრძანებულების საფუძველზე ფოთის მერის მოადგილის თანამდებობაზე “ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კაკულია დაინიშნა.

სპეციალურ ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ ირაკლი კაკულია დაინიშნოს დროებით არ მყოფი მოხელის თანამდებობაზე. დროებით არ მყოფ მოხელეში სწორედ ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვასილ თოდუა იგულისხმება, რომელმაც თანამდებობა მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა და მერის მოვალეობის შემსრულებლად დავით სარსანიას სხვა თანამდებობაზე გადასვლის შემდეგ დაინიშნა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ დღეს მიღებული სპეციალური ბრძანებულების ქსეროასლებს, რომელიც ირაკლი კაკულიას მერის მოადგილის თანამდებობაზე დანიშნვას ადასტურებს.

სხვა ახალი ამბები: