ირაკლი კაკულია – საბანკო სექტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

0

ფოთის ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. სახანძრო- სამაშველო ბრიგადებმა უკვე დატოვეს ბაზრობის ტერიტორია.  ფოთის მერის ირაკლი კაკულიას განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საბანკო სექტორთან, რათა მოხდეს დაზარალებულების მდგომარეობის გათვალისწინება და თითოეული მათგანისთვის საბანკო შეღავათების დაწესება.

ხანძარი ფოთის ბაზრობაზე დღეს დილით გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე განთავსებულია 50-მდე მაღაზია და 144-მდე დახლი.

სულ ხანძრის ჩაქრობას 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა, მათ შორის, მეზობელი რაიონებიდან ჩამოსული სახანძროები.

ფოთის ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სხვა ახალი ამბები: