ირაკლი ხახუბია – დღესაც, ჩვენ ოპტიმიზმი გვაერთიანებს”

0

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ხახუბიას დღევანდელი შეხვედრების მარშრუტი გურიაში: სუფსა, წვერმაღალა, ურეკში წარიმართა. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრები ყველგან გულღია, ხალხმრავალი და ინფორმაციულად დატვირთული იყო.

„მშვიდობასა და გამარჯვებაზე უკეთესს რას ვუსურვებთ ერთმანეთს?! გამჭრიახი გონება, პოლიტიკური ალღო, ცვლილებებისა და გარდატეხების ნიჭი, ულევი ოპტიმიზმი, გამორჩეული იუმორი, ერთობის შეგრძნება და აზრის თავისუფლება გურულების გენეტიკურ-ისტორიული მონაპოვარია გურულებს მოვლენების სწირად აღქმა და პროგრესისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება გახასიათებთ. ამიტომაც, ყველა დროში ობიექტურად აფასებდით ფოთს. ფოთში მუდამ იყრიდა თავს გურიისა და სამეგრელოს მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც ამ ქალაქის შესაძლებლობების სჯეროდა და სჯერა. დღესაც, აქ თავშეყრილ საზოგადოებას, ოპტიმიზმი გვაერთიანებს. 8 ოქტომბერს თქვენ ხმა უნდა მისცეთ ფოთის მაჟორიტარ კანდიდატს. 8 ოქტომბერს კვლავ სჭირდება ქვეყანას ჩვენი ერთიანობა პრინციპულ საკითხში, რათა კვლავ მივცეთ ხმა თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას, რომელიც ერთად უნდა შევქმნათ საკუთარი შრომით და მონდომებით“ – განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ხახუბიამ.

კანდიდატმა ადგილობრივებთან საუბრისას ყველა ის საკითხი განიხილა, რომლებიც დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების საკითხს გადაჭრის. ამ მიმართულებით კი სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროს პროექტების გააქტიურება უმნიშვნელოვანესია.

სხვა ახალი ამბები: