ირაკლი ხახუბია – მოქალაქეები ქმნიან კეთილდღეობას ქვეყანაში

0

ფოთში ბიზნეს კომპანიების კოლექტივები : ,ბევრილი ჯგუფის “ პურ-ფუნთუშეულის საწარმო და ფოთში მოქმედი სამი ტერმინალი: შპს “კავკასიური მეტალი“ , შპს “ესპერანსი” და შპს “ლოჯისტექსი”ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატ, ირაკლი ხახუბიას მასპინძლობდნენ. შეხვედრების თემა წინასაარჩევნო კამპანია და სახელისუფლებო გუნდის კანდიდატის მიმართ გამოხატული ინტერესი იყო.

რა გაკეთდა? რას უნდა ელოდნენ ფოთელები უახლოეს მომავალში და როგორ წარმოუდგენიათ ქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრა? კითხვები და თემები, რომლებიც მუდმივად ახლავს კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებს. ქალაქში კერძო სექტორისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივა დღევანდელი შეხვედრების მთავარი თემა იყო.

„ის ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს, მიმართულია ბიზნესის თავისუფლებისკენ, მისი გაძლიერებისა და გამრავლებისკენ. დღეს ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა დაიწყოს საკუთარი ბიზნესი და განავითაროს ის. მე თვითონ ცოცხალი მაგალითი ვარ, ამ ხელისუფლების მიერ წარმოებული სწორი პოლიტიკის. დღეს ბიზნესი თავისუფალია წნეხისგან, თავისუფალია გადაწყვეტილებებში.

მეტიც, მას აქვს ისეთი საგადასახადო შეღავათები, რომლებიც აქამდე მართლაც სანატრელი იყო. დღეს ბიზნესს ეძლევა არა მხოლოდ საკუთარი წარმატების შანსი. დღეს ბიზნესი შეძლებს საკუთარი წვლილის შეტანას თავისი ქალაქის და თანაქალაქელების კეთილდღეობის საქმეში.ჩვენი მიზანია სწრაფად განვვითარდეთ და ერთად შევქმნათ თითოეულის კეთილდღეობა. წარმატებული მოქალაქე ქალაქისა და რეგიონის კეთილდღეობის გარანტიაა. მოქალაქეები ქმნიან კეთილდღეობას ქვეყანაში. ამიტომ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ადამიანებმა განახორციელონ საკუთარი ბიზნეს თუ შემოქმედებითი იდეები და ამაშიც გვაქვს სამთავრობო გუნდის მხარდაჭერა ,“ – განაცხადა შეხვედრისას ირაკლი ხახუბიამ.

სხვა ახალი ამბები: