ირაკლი ხახუბიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გურულებს კალანდობის დღესასწაული მიულოცა

0

სახალხო დღესასწაულს კალანდობას, ოზურგეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი/ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, პარლამენტის წევრები, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

13 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა კალანდობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღნიშნა. კალანდობა სოფელ ცხემლისხიდში გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში ყველა ძველი ტრადიციის დაცვით ჩატარდა.

თეატრალიზებული ელემენტებით საკალანდო ღონისძიება ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა – „შემოქმედი,“ „იადონი,“ „ელესა,“ „ურეკი“ და „ზენაარმა“გააფორმეს. ღონისძიება ანსამბლ „ბანის“, მომღერალ სალომე ბაკურაძის კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

სხვა ახალი ამბები: