ირაკლი კობახიძე – ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოვიგებთ ყველა არჩევნებს მეორე ტურში

0

არჩევნები ჩატარდა სამართლიან და მშვიდობიან გარემოში, რასაც ცხადყოფს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მისიების შესაბამისი ანგარიშები და შეფასებები. ამის შესახებ  “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს და აღნიშნა, რომ ოცდასამმა  მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო არჩევნები.

„კანდიდატების უმრავლესობას დააკლდა ხმების მხოლოდ მცირე რაოდენობა იმისათვის, რომ მოეპოვებინა პირველივე ტურში გამარჯვება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოვიგებთ ყველა არჩევნებს, ყველა მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ მოიპოვებს  საკონტიტუციო უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში, რაზეც ჩვენ არჩევნებამდეც ვსაუბრობდით. უშედეგოდ დასრულდა „ნაც მოძრაობის“ უსუსური მცდელობა, რომ გამოეწვია ხელოვნურად დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სხვა ახალი ამბები: