ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვართ, მეორე ტურში ყველა საარჩევნო ოლქს მოვიგებთ

0

“მეორე ტურში ცუდი არაფერია. მაჟორიტარულ არჩევნებში 50%-იანი ბარიერი ჩვენმა გუნდმა შემოიღო, რაც ჩვენი დეპუტატების ლეგიტიმაციის ხარისხს გაზრდის”,-ამის შესახებ “ქართული ოცნების”  აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია GDS-ის პირდაპირ ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.  კობახიძის დარწმუნებულია იმაში, რომ მეორე ტურში “ქართული ოცნება”ყველა საარჩევნო ოლქს მოიგებს.

“დარწმუნებული ვართ, მეორე ტურში ყველა საარჩევნო ოლქს მოვიგებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ. თუ საკითხს ზოგად თეორიულ პრიზმაში განვიხილავთ, ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობა შესაძლოა, გარკვეულ რისკებს შეიცავდეს, მაგრამ ჩვენ ვართ იმის გარანტი, რომ კონსტიტუცია ფართო კონსენსუსის საფუძველზე გადაისინჯება. ფართო საზოგადოებასთან ერთად, ამ პროცესში პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალებიც უნდა ჩაერთონ. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა აუცილებლად გვექნება”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სხვა ახალი ამბები: