ირაკლი კობახიძე – “ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს პროვოკაციებს, ეს ინფორმაცია მათი რიგებიდან ჟონავს

0

“ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს პროვოკაციებს, ეს ინფორმაცია მათი რიგებიდან ჟონავს” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “კურიერის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე პარტიულ დონეზე აქვთ ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციების შესახებ.

“გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, თუმცა ამ ეტაპზე გასაჯაროვებისგან თავს ვიკავებთ და როგორც კი გვექნება ინფორმაცია ამ პროვოკაციის დანაშაულებრივ მხარეებზე, მაშინვე მივმართავთ შესაბამის უწყებებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ “ნაციონალურ მოძრაობს” “მარგინალური და უსუსური“ ძალა უწოდა და აღნიშნა, რომ “ისინი 8 ოქტომბერს განწირულები არიან დამარცხებისთვის”.

სხვა ახალი ამბები: