ირაკლი კობახიძემ ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დაათვალიერა (ვიდეო)

0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის წევრებმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დაათვალიერეს.

ირაკლი კობახიძე ზუგდიდის ტექნოპარკის ისეთ ინოვაციურ სერვისებსა და სივრცეებს გაეცნენ, როგორებიცაა ფაბლაბის სერვისები: მოდელირება, მატერიალიზაცია, ტრენინგები, კონსულტაციები, სასწავლო ტური, საერთო სამუშაო სივრცე ძლიერი კომპიუტერული ტექნიკით.

ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრები და გუბერნატორი „სტარტაპების” პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდნენ და ინოვაციური პროექტებზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ტექნოლოგიურ პარკში სტუმრობისას აღინიშნა, რომ ზუგდიდის ტექნოპარკი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს რეგიონში ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების დაარსებაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში, ვინაიდან დამწყებ და პატარა კომპანიებს ისეთ რესურსებს სთავაზობს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო.

სხვა ახალი ამბები: