ირაკლი ვეკუა – ჩვენი პრიორიტეტი ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოშვება

0

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია თევზის გადამამუშავებელი საწარმოების შპს „აისბერგ-2“-ის, შპს “შავი ზღვის პროდუქტები“-სა და შპს „მადაის“ ხელმძღვანელებს შეხვდა. საუბარი ქარხნების სამუშაო და პროდუქციის ტრანსპორტირების პროცესში ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების დაცვას შეეხო.

მერის განცხადებით, მაქსიმალური ღონისძიებები უნდა გატარდეს, რათა ქალაქში აცილებულ იქნას თევზის სუნი.

“უნდა გატარდეს მაქსიმალური ღონისძიებები, რათა თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო სუნი. მისასალმებელია, რომ ფოთში თევზის მრეწველობა ვითარდება და პროდუქცია ექსპორტზე გადის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი თანაქალაქელების დისკომფორტის ხარჯზე”,-განაცხადა გოჩა კურღელიამ, მერიაში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე.

SMO NEWS დაინტერესდა აღნიშნული თემით და გადავწყვიტეთ შეგვესწავლა ის მდგომარეობა, რომელიც ამ კუთხით არის შექმნილი. ამის გასარკვევად შპს „აისბერგ-2“-ის დირექტორს ირაკლი ვეკუას დავუკავშირდით.

ვეკუას განცხადებით “აისბერგ-2” იცავს ყველანაირ სტანდარტს და მათი ქარხნიდან გამოსული სუნი ქალაქს ნამდვილად არ აწუხებს. მათ შესაბამისი ფილტრაცია გაკეთებული აქვთ და უნდა იქთქვას, რომ აღნიშნული საწარმო ფოთში ნომერ პირველია სტანდარტების დაცვის კუთხით.

“კომპანია დაარსდა 2005 წლის  14 ივნისს. ქარხანა აშენებულია 2006 წელს, 2013 – 2015 წლებში მოხდა ქარხნის ხელახალი ტენოლოგიური გადაიარაღება   და იგი აღიჭურვა  თანამედროვე ევროპული  დანადგარებით (გერმანული, დანიური და თურქული).  თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებისა და მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენებამ, წარმოების მუდმივმა კონტროლმა საშუალება მისცა კომპანიას  პროდუქციის ხარისხით  მაღალი სტანდარტებისათვის მიეღწია.

ქარხანაში ინვენსტირებულია 10 მილიონი აშშ დოლარი. მიწა რომელზედაც განთავსებულია ქარხანა იჯარა აღნაგობის წესით გადმოცემის პერიოდისათვის (2005 წელს) იყო ჭაობიანი, რომელიც შემდგომში  კომპანიის მიერ  იქნა დამუშავებული საწარმოო განაშენიანებისათვის და დღეს ის არის კომპანიის საკუთრებაში. ჩვენს მიერ აღნიშნული მიწა შეძენილ იქნა მთავრობის 16.07.2015 წ №1549 განკარგულებისა და ამავე განკარგულებით გათვალისწინებული  პირობების  შესრულების შემდგომ, კერძოდ განხორციელდა 463000 ლარის ინვესტიცია (რომელსაც ადასტურებს შესაბამისი დასვნით სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო) და ჩარიცხულ იქნა მიწის საზღაური 500 000 ლარი.

კომპანიაში პროდუქციის ხარისხის კონტროლი ხორციელდება წარმოების ყველა ეტაპზე, კონტროლდება ნედლეულისა და  მისი ტრანსპორტირების ხარისხი, ნელეულის გადამუშავებისა და  პროდუქციის შენახვის  პროცესი. გამოშვებული პროდუქციის ხარისხი  მოწმდება საქართველოსა და ევროპის მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში. გაწეული მუშაობის  შედეგად საწარმო აკმაყოფილებს  და მიღებული აქვს  ISO22000  საერთაშორისო სტანდარტების  სერტიფკატი.  რომელიც  მოიცავს წარმოების მთელ ჯაჭვს – ნედლეულის  მოპოვება – მიღება, ტრანსპორტირება, პროდუციის დამზადება, შენახვა და მყიდველზე მიწოდება”-აღნიშნავს ირაკლი ვეკუა.

“აისბერგ-2”-ის ძირითადი მიმართულებაა ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოშვება. კომპანიამ საამისოდ შეიძინა და დაამონტაჟა თანამედროვე ევროპული დანადგარები, რის შემდეგაც ხარისხიანი პროდუქციის წარმოება აღნიშნულ ქარხანაში ორჯერ და სამჯერ მეტად გაიზარდა.

“პრიორიტეტად კომპანიამ ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოშვება დაისახა. რისთვისაც შეიძინა და დაამონტაჟა თანამედროვე ევროპული დანადგარები (სეპარატორი, ნედლეულის სახარში, პრესი, საშრობი, წისქვილები, დეკანტერი, ღუმელი, ევაპუატორი და სხვა). რის შედეგადაც თუ  ქარხანა დასაწყისში 2005-2012  წლებში დღე-ღამეში ამუშავებდა 300-400 ტონა ნედლეულს, 2013-2014 წლებში განხორციელებული ტექნოლოგიური გადაიარაღების შედეგად  ( 1 500 000  აშშ დოლარი  აწარმოე საქართველოში პროგრამით, 800 000 აშშ დოლარი აგრო პროგრამით) ამუშავებდა  800 ტონა ნედლეულს. 2015 წელს განხორციელებული ტექნოლოგიური გადაიარაღების შემდგომ კი გაიზარდა გადამუშავებული ნედლეულის რაოდენობა 1000 -1200 ტონამდე, გამოსავლიანობა კი გაიზარდა  4-დან 5 პროცენტამდე”-აცხადებს ირაკლი ვეკუა.

ცნობისათვის, კომპანიაში დასაქმებულია მაღალკვალიფიცირი კადრები, რომლებსაც სისტემატიურად უტარდებათ ინსტრუქტაჟი საწარმოო პროცესებთან და ტექნიკური  უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

საწარმოში დასაქმებულია სამრეწველო თევზჭერის სეზონზე 70-80  კაცი, არასეზონზე 33-35 კაცი.

კომპანია პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს სახელმწიფო გადასახადების გადახდის  კუთხით. 2005-2016 წლებში ჩარიცხული აქვს 6 102 000 ლარი. ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი ადგილობრივ ბიუჯეტში  3 000 000 ლარი, რეგულირების გადასახადი 1489 000 ლარი.