IRI-ის კვლევის მიხედვით, პარტიათა რეიტინგში “ქართული ოცნება” 36 %-ით ლიდერობს

0

irilogoსაერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) რამდენიმე პარტიის წარმომადგენელს პოლიტიკური რეიტინგების შედეგები გააცნო. ამ დროისთვის რამდენიმე კვლევის შედეგები გახდა ცნობილი.

ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევის შედეგად, კითხვაზე – დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, “ქართული ოცნება” 36%-ით ლიდერობს.

IRI-ის კვლევების მიხედვით პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” 36%, “ნაციონალური მოძრაობა” 14%, “თავისუფალი დემოკრატები” 10%, “ლეიბორისტული პარტია” 6%, “დემოკრატიული მოძრაობა” 5%, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 5%.