ირმა ინაშვილი საკუთარი ხელფასიდან საქველმოქმედო ფონდს ყოველთვიურად 1500 ლარს ჩაურიცხავს

0

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი საქველმოქმედო ფონდ “ობიექტივ”-ში საკუთარი ხელფასიდან ყოველთვიურად 1500 ლარს ჩარიცხავს. აღნიშნული ფონდის დანაზოგიდან თანხები გაჭირვებულთა დახმარებას მოხმარდება. ირმა ინაშვილი მიმართავს კოლეგებს და მოუწოდებს, დახმარება სიმბოლურად გაუწიონ გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

პარლამენტიოს ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვიულმა ღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა:

“ათწლეულებია, რაც ჩვენი ქვეყანა ებრძვის სიდუხჭირესა და სიღარიბეს, მაგრამ ვერ მოვერიეთ მას. ათასობით ადამიანი შიმშილობდა და დღესაც შიმშილობს. “ობიექტივის” დირექტორი ვიყავი (ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს) და ისეთი შიმშილობა იყო, რომ ჟურნალისტებმა დავიწყეთ საქველმოქმედო კამპანია. ხალხს მოჰქონდა საკვები, ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები და ვურიგებდით გაჭირვებულ ადამიანებს. ჩვენს ოფისში თვეების მანძილზე ეძინა უსახლკარო ხალხს. გავიდა წლები და შიმშილის პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება. ამიტომ “ობიექტივის” ჟურნალისტებმა შექმნეს საქველმოქმედო ფონდი “ობიექტივი”,- იგივე მიზნით!

გაჭირვებული ადამიანების დახმარების მიზნით! ამ ფონდს ვიღაცა საკვებს შეწირავს, ვიღაცა-ტანსაცმელს, ვიღაცა – საოჯახო ნივთებს. ეს ყველაფერი ისევ და ისევ გაჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება. ჩვენს ქვეყანაში კი, ბევრია ხელმოკლე ადამიანი, ვისაც შია და სოციალური დახმარებაც ( სხვადასხვა მიზეზის გამო) მოხსნილი აქვს.

ამიტომ ჩვენ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრები ვუერთდებით საქველმოქმედო ფონდის “ობიექტივი” ინიციატივას. შეგახსენებთ, რომ ჩვენ სწორედ ხალხის პარტია ვართ! ჩვენ ხალხის ნაწილი ვართ! ჩვენ ხალხის გაჭირვებას ვიზიარებთ! და გადავწყვიტეთ: ჩვენი ხელფასიდან ყოველთვიურად გარკვეული თანხა შევწიროთ ამ ფონდს, რადგან ვიცით, რომ ჩვენს მიერ გაღებული თანხით საქველმოქმედო ფონდი “ობიექტივი” შეიძენს საკვებს, მედიკამენტებს, ტანსაცმელს გაჭირვებული ოჯახებისათვის. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არაა პიარ-აქცია! ესაა აქცია ხელმოკლე და ღატაკი ადამიანების დასახმარებლად!

ვიმეორებ: თითოეული ჩვენგანი ყოველთვიურად საქველმოქმედო ფონდში “ობიექტივი” საკუთარი სადეპუტატო ხელფასიდან კონკრეტულ თანხას ჩარიცხავს და ეს არ იქნება 50, 100 ან 300 ლარი. აქ საუბარია ხელფასის არა 3 ან 5 %-ზე, არამედ გაცილებით მეტზე. პირადად მე საქველმოქმოქმედო ფონდს “ობიექტივი” ყოველთვიურად ხელფასიდან 1500 ლარს შევწირავ.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დეპუტატს, ჩვენს კოლეგებს, ოპონენტებს თუ თანამოაზრეებს, მეგობრებს თუ არამეგობრებს- შემოგვიერთდნენ. ეს არაა ვინმეს ან რაიმეს საწინააღმდეგო აქცია. ესაა გულწრფელი მოქმედება ჩვენი გაჭირვებული თანამოქალაქეების დასახმარებლად! იმედი გვაქვს, რომ ბევრი დეპუტატი და უბრალოდ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შემოგვიერთდება”,-ნათქვამია ირმა ინაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: