ისტორიული მარანი სალხინოში (ფოტო)

0

სალხინო მეგრული მევენახეობის ცენტრია. ასე იყო საუკუნეების მანძილზე და ასეა ახლაც, მართალია აქ ბევრი რამეა შეცვლილი, მაგრამ ტრადიციის უწყვეტობა მაინც სახეზეა. ღვინოს აქ დღესაც აყენებენ. ოჯალეშიდან ბერები გემრიელ მშრალ ღვინოს წურავენ, რომელსაც სალხინოშივე აძველებენ, ძველ, დადიანების მარანში.

ეს მარანი ბოლო წლებში აღადგინეს, შეიძლება ითქვას, ახლიდან ააშენეს. მარნის გარშემო ახალი ვენახებიც ჩაყარეს სასულიერო პირებმა, თუმცა ყურძნის ძირითად ნაწილს მაინც მოსახლეობისგან იბარებენ.