ივნისში აბაშის გამგეობამ სოციალური პროგრამების ფარგლებში 150 ბენეფიციარზე 39 901 ლარი გასცა

0

ივნისში აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალური პროგრამების ფარგლებში 150 ბენეფიციარზე 39 901 ლარის დახმარება გასცა – ამის შესახებინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დახმარების პროგრამით, 51 ბენეფიციარზე 27 701 ლარი და დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამით 7 ბენეფიციარზე – 1050 ლარი გაიცა.

დახმარება გაეწია მრავალშვილიან ოჯახებს და ომის ვეტერანებსაც. 72 მრავალშვილიან ოჯახზე (3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) 7200 ლარი, მე-3 და მეტი ახალშობილი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით, 2 ოჯახზე – 900 ლარი; 5 ბენეფიციარზე 750 ლარი გაიცა ომის მონაწილე ვეტერანების დახმარების პროგრამით, ხოლო ომის მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამით – 1 ოჯახზე 250 ლარი.

ასევე დაფინანსდა მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახების დახმარების პროგრამით – 3 ოჯახზე 450 ლარი. დახმარებები გაიცა შშმ პირებზე სამედიცინო პროგრამების შესაბამისად. კერძოდ, მკვეთრად გამოხატული შშმ (I ჯგუფი) პირების დახმარების პროგრამით – 6 ბენეფიციარზე 1200 ლარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარების პროგრამით – 2 ოჯახზე 400 ლარი.

სხვა ახალი ამბები: