ჯანდაცვის მინისტრმა ზუგდიდში C ჰეპატიტის ცენტრის დასრულება ათ დღეში მოითხოვა

0

ზუგდიდში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ახალაშენებული C ჰეპატიტის მართვის ცენტრი დაათვალიერა. ის პირადად გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას და სამშენებლო ოგანიზაციის წარმომადგენლებს შენიშვნები მისცა. მან ხარვეზების გამოსასწორებლად სამშენებლო კომპანიას 10 დღიანი ვადა დაუწესა.

“ხელშეკრულებში ცალსახად იყო ნათქვამი, რომ ნოემბრში უნდა დასრულებულიყო. მე ახლა ვუყურებ და ჩემი მონიტორინგიც იმას აფიქსირებს, რომ არის ხარვეზები. პირველი ვერსია ის არის, რომ ზუგდიდის კლიმატის ბრალია თურმე, რომ ლინოლეუმი ამოიბერა. ძალიან რთულია ასეთ რაღაცეებზე რეაგირება. ამიტომ გადაწყვეტილება ესეთია, ან ათ დღეში ასრულებენ მშენებლობას და გვაბარებენ ობიექტს ან კონტრაქტი წყდება და დასრულებაზე უკვე ჩვენ ვიზრუნებთ”,-განაცხადა მან.

თავის მხრივ, სამშენებლო ორგანიზაციის ,,ენკის’’ ხელმძღვანელის რევაზ ნაჭყებიას თქმით, ის დათქმულ ვადაში ხარვეზის გამოსწორებას შეძლებს.

“არის უმნიშვნელო ხარვეზები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ”- აღნიშნა ნაჭყებიამ.

C ჰეპატიტის მართვის ცენტრის მშენებლობაზე 1 მილიონ ორას ლარამდე დაიხარჯა.

სხვა ახალი ამბები: