ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მარტვილში

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა მძლეოსნობაში ყოველწლიურ რეგიონულ ჩემპიონატს დაესწრო.

ჩემპიონატი მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს და მასში რამდენიმე მუნიციპალიტეტის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

ჩემპიონატის ბოლოს გამარჯვებულები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ და კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორმა გიორგი გოროზიამ დააჯილდოვა თასებით, მედლებით და დიპლომებით.