ჯემალ სეფიაშვილი – სანდრამ უჩვენა ყველას, რომ ბევრზე ჭკვიანია

0

კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის განცხადებით, სანდრა რულოვსი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი აღმოჩნდა “ნაციონალურ მოძრაობაში”. მან მიიღო გონივრული გადაწყვეტილება და წავიდა. ამის შესახებ ჯემალ სეფიაშვილმა 11 ოქტომბერს იცოდა. აღნიშნული განცხადება კომპოზიტორმა ტელეკომპანია “იბერია”-ს გადაცემა “პრიორიტეტების” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

“იყო ისტერიკა, სანდრა რულოვსმა ეს რა გვიქნა და სად წავიდა, კი მარა, თქვენ ოჯახაშენებულებო, მე თუ ვიცოდი ეს 11 ოქტომბერს, შენ რა გაგიკვირდა? ხომ თქვა ქალბატონმა რულოვსმა გარკვევით, მე ველოდები პირველ ტურს, თუ ვერ გავიმარჯვებ, არ გავაგრძელებო, ეს ხომ დაიბეჭდა მედიაში? რა საჭიროა ისტერიკა, სანდრა რულოვსმა მასტერკლასი ჩაუტარა სუყველას, თავისი ჭკუით და თავისი ღირსებით. ყველას დაანახა, რომ ჭკუაც უნდა გქონდეს და ღირსებაც. უჩვენა ყველას, რომ ბევრზე ჭკვიანია”,-განაცხადა კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა “პრიორიტეტის” პირდაპირ ეთერში.

სხვა ახალი ამბები: