ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევაზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა პრესკონფერენცია გამართა

0

ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბნის დარბევის საქმეზე დაკავებული კაკო ტიბუას ადვოკატმა, როლანდ შონიამ შესაბამისი განცხადებით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას უკვე მიმართა.

„მოთხოვნის მიუხედავად, საქმის მასალები არ ჩამბარებია, ორი დღეა, უშედეგოდ ვითხოვ. ეს არის კანონდარღვევა და ამ შემთხვევაში, კანონის მიხედვით, ყველა მტკიცებულება დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი, დაკავებული კი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. გარდა ამისა, ის არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, არ ჰქონია შეხება იმ არეულობასთან, ასევე, მისი დაკავებაც კანონდარღვევით მოხდა“, – აცხადებს შონია.

კაკო ტიბუა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბნის დარბევის საქმეზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

სხვა ახალი ამბები: