ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

0

სოფელ ჯიხაშკარში საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთი ადგილობრივი კაკო ტიბუა აიყვანეს. დაკავებულის შვილის თქმით, მამამისი ყანაში მუშაობის დროს, ნაშუადღევს, დააკავეს.

„გამომძიებელმა მამაჩემის ადგილსამყოფელის შესახებ საღამოს ცხრა საათზე გაგვაგებინა. მას საარჩევნო უბნის დარბევასთასთან კავშირი არ აქვს. როცა ეს ინციდენტი მოხდა, ის გარეთ იყო და ახლომახლო მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო იმყოფებოდა“, – აცხადებს ჯონი ტიბუა.

ცნობისთვის, ჯიხაშკარში საარჩევნო უბანის დარბევის ფაქტზე საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის” 163-ე მუხლითაა აღძრული, რაც საარჩევნო კომისიისათვის მუშაობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

სხვა ახალი ამბები: