“ჯიპიაი ჰოლდინგმა” ზუგდიდში დასაქმების მსურველებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა

0

სადაზღვეო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ქალაქ ზუგდიდში დასაქმების მსურველებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრა ღია ცის ქვეშ ჩატარდა და „ჯიპიაის“ დასაქმების ავტობუსთან მსურველთა რეგისტრაციაც ადგილზე განახორციელა.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მსურველთათვის გასაუბრებას 21 თებერვალს, ზუგდიდის ტექნო პარკში გამართავს და ის ღია იქნება ნებისმიერი სამუშაოს მაძიებლისათვის.  „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების პროგრამა ტექნოპარკში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: