ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველომარათონი “მშვიდობის გზა” წალენჯიხაში

0

მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენის ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველომარათონი ,, მშვიდობის გზა’’ პროექტის ფარგლებში, ველომოგზაური ნოდარ ბერიძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.

სტუმარმა აღნიშნა, რომ ეს არის მუდმივი მარშუტი ევრაზიის კონტინენტზე, რომელიც 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ველომოგზაურს დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ.

ნოდარ ბერიძე დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან სტარტს ჩხოროწყუს მიმართულებით გააგრძელებს. ველომრბოლელი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. მისი მიზანია მოიაროს საქართველო და 26 მაისს თბილისში ჩავიდეს.

პროექტის მიზანი, სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.