ჯვარში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა იწყება

0

ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა იწყება. პროექტი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და რეზერვუარების მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც განახორციელებს აზერბაიჯანული კომპანია “ AS INSHAT”. ამ საკითხთან დაკავშირებით, ქალაქ ჯვარში იმყოფებოდა ზემოთხსენებული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბეჟან მამედოვი, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ფარცვანია.

სამუშაო შეხვედრაზე განხილულიქნა პროექტის განხორციელების საკითხები, სამუშაოები დაიწყება მომავალი კვირიდან და დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი. პროექტის ღირებულება შეადგენს 13 მილიონ ლარს.

სხვა ახალი ამბები: