კახა კალაძე – ხუდონჰესი აშენდება, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია

0

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე “ხუდონჰესის” პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

“მიმდინარეობს მოლაპარაკებები და როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყველაფერი გახდება ცნობილი. აშენებით აშენდება, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია როგორც ენერგეტიკულ, ისე ეკონომიკურ ჭრილში. ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ხელს უწყობს როგორც ქვეყნის განვითარებას, ისე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. შესაბამისად, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, “ხუდონჰესის” ინვესტორი კომპანია “ტრანს ელექტრიკას” ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ რამდენიმე კვირის წინ სახვადასხვა მედიასაშუალებებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პროექტი ამ ეტაპზე გაჩერებულია.

ჰესის მშენებლობის შემთხვევაში “ტრანს ელექტრიკა” 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

სხვა ახალი ამბები: