კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდა საავტომობილო გზის (რუსთაველის ქუჩა) სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წელს განხორციელდება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 1170 მეტრს, სიგანე კი 5 მეტრს შეადგენს. მოეწყობა ბეტონის საფარი.

სოფელ კახათის საგზაო მაგისტრალზე ინტენსიური მოძრაობაა და აღნიშნული გზით თვეში საშუალოდ 3000-მდე ადამიანი სარგებლობს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტის ღირებულება 212, 972, 00 ( ორას თორმეტი ათას ცხრაას სამოცდათორმეტი) ლარს შეადგენს.

სხვა ახალი ამბები: