კამპანია – “არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები”-ს მორიგი აქცია სენაკში

0

პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში, ქალაქ სენაკში, კამპანია – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები’’-ს მორიგი აქცია ჩატარდა. სენაკის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, მოიხატა რუსთაველის ქუჩის ზებრა გადასასვლელი.

აქცია, რომელშიც საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია, სენაკის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები იყვნენ ჩართულები, მიზნად ისახავდა ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

სხვა ახალი ამბები: