კაზინო “ლიდერბეთი”, ალუდა ზვიადაური და გიზო სართანია – ვის რა კავშირი აქვს სკანდალურ ქვითართან?

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე, გურგენ (გიზო) სართანია საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში სავარაუდოდ ონლაინ თამაშებითაც ერთობოდა.  ახალი ამბების სააგენტო SMO NEWS-მა ამის დამამტკიცებლად მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ცხადყოფს, რომ გამგებლის პირველი მოადგილე ონლაინ კაზინო “ლიდერბეთის” აქტიური კლიენტი იყო ან თანხებს ურიცხავდა ამავე კაზინოს ერთ-ერთ აქტიურ კლიენტს.

SMO NEWS-ის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ქვითარში ნათლად ჩანს, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი კაზინოებში მაღალ ფსონსაც დებდა ან ეხმარებოდა მის ერთ-ერთ მომხმარებელს ფსონების დადებაში.

“ლიდერბეთის” ჯერჯერობით გაურკვეველი კლიენტი, ვინმე ალუდა ზვიადაური ზუგდიდის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილის ფარული ე.წ ნიკნეიმია ან მოთამაშე, რომელსაც სართანია მუდმივად თანხას ურიცხავდა. თანხის ჩარიცხვის ქვითარში, რომელიც SMO NEWS-ს გურგენ (გიზო) სართანიასთან დაახლოებულმა პირმა გადასცა, ნათლად ჩანს, რომ გამგებლის ყოფილმა მოადგილემ 2015 წლის 14 მაისს, 17.15 წუთზე ზემოთხსენებულ ონლაინ კაზინო  “ლიდერ ბეთზე” 800 ლარი ნაღდი ანგარიშსწორებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან Express pay-დან ჩარიცხა.

“ლიდერბეთის” მომხმარებელი, ვინმე ალუდა ზვიადაური ონლაინ კაზინოში ამ დრომდე აქტიურ მომხმარებლად ითვლება. ზვიადაურს საკუთარი რეგისტრაცია ონლაინ თამაშების საიტზე არ გაუუქმებია.

სხვა ახალი ამბები: