ხაძრის შედეგად დაზარალებულ მაქაცარიებს მერია დახმარებას გაუწევს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, მაქაცარიების 11 სულიან ოჯახს, რომელსაც ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაეწვა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს.

მაქაცარიების ოჯახს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია პროგრამულად გათვალისწინებულ 1000 ლარსა და სამასალე მერქანს გადასცემს და სახლის აღდგენამდე ბინის ქირით უზრუნველყოფს.

დაზარალებული ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე იაგო ქირიამ მოინახულეს.

დაზარალებულებს დახმარება დამწვარი ნარჩენების გატანაშიც გაეწევათ.

სხვა ახალი ამბები: