“ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი” ორ ბენეფიციარს ეწვია

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია People In Need Georgia (PIN)-ის ერთობლივი პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის განყოფილების წარმომადგენლები მობილურ ჯგუფთან ერთად პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს, დღეს ინგირისა და ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში ეწვივნენ და კომპლექსური მომსახურება გაუწიეს.

ინგირში მცხოვრებ ციალა კვარაცხელიას ექიმის კონსულტაცია და სალონური მომსახურება გაეწია. დაუსუფთავდა საცხოვრებელი ოთახები და გადაეცა საკვები პროდუქტები. ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ეთერ იოსელიანი მობილური ჯგუფისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ბენეფიციარს აღენიშნებოდა ძლიერი ტკივილი მარცხენა ბეჭისა და მხრის სახსრის მიდამოში და უჭირდა გადაადგილება.

ეთერ იოსელიანს დანიშნულ მედიკამენტებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა შეუძენს. ბენეფიციარს, აგრეთვე საკვები პროდუქტები და თეთრეული გადაეცა.ეთერ იოსელიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ხანდაზმულთა და მარტოხელა მოხუცების მხარდაჭერის პროგრამიდან ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს.

სხვა ახალი ამბები: