ხმაური ენგურის ხიდზე – პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა (ფოტორეპორტაჟი)

0

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მამა-შვილის ოჯახის წევრი, პაატა როგავას ერთ-ერთი და დარეჯან როგავა სამართლამდაცავებმა ენგურის ხიდზე დააკავეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც როგავების ოჯახის წევრები და ახლობლები ენგურის ხიდის გადაკეტვას ცდილობდნენ, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.



ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არჩიკო და პაატა როგავები 5 აპრილს დააკავეს. სუს-ის წარმომადგენლის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, დე-ფაქტო ხელისუფლება როგავებს საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ხოლო პაატა როგავას დაკავებისას საოკუპაციო ჯარის წარმომადგლენლის მიმართ ძალის გამოყენებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც ედავება. მამა-შვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

სხვა ახალი ამბები: