ხმაური ზუგდიდში – მოქალაქეები “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისთან აქციას მართავენ (ვიდეო)

0

ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თინიკო მაგდალეიშვილმა და დევნილთა საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია “ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისთან ამ წუთამდე გრძელდება. თინიკო მაგდალეიშვილმა პროტესტის ნიშნად “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან უვადო შიმშილობა დაიწყო.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, ექს-პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია წლების წინ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. მან ქვეყანა უნდა დატოვოს!”-აცხადებს მოშიმშილე თინიკო მაგდალეიშვილი.