ხმაური ზუგდიდში – საკრებულომ თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხი დაამტკიცა (ვიდეო)

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანება 23 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.

თემისა და ქალაქის დამტკიცების წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვიდნენ. ისინი დეპუტატებს მოუწოდებდნენ მხარი არ დაეჭირათ აღნიშნული საკითხისთვის.

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თან შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტები ჰქონდათ: “ძალა ერთობაშია”, “მეტი დეცენტრალიზაცია” და სხვ . “ნაციონალური მოძრაობის” 7-მა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

სხვა ახალი ამბები: