ხმაურზე რეგულაციები დაწესდება – 15 აგვისტოდან შესაძლოა ახალი კანონი ამოქმედდეს

0

ხმაურის შეზღუდვასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა დასკვნით ფაზაშია. საქართველოს მასშტაბით ხმაურის შესახებ კანონი შესაძლოა, ძალაში 15 აგვისტოდან შევიდეს. კანონის ერთ-ერთი ინიციატორი არის ირაკლი (დაჩი) ბერაია.

საინფორმაციო სააგენტო SMO NEWS ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, ირაკლი ბერაიას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ კანონის ამოქმედებისთანავე ამოქმედდება შესაბამისი სანქციები, რომელიც კრძალავს დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებას. ბერაიას განმარტებით კანონპროექტი ითვალისწინებს განსაკუთრებულ აკრძალვებს ღამის 11 საათიდან დილის 8 საათამდე.

ირაკლი ბერაია განმარტავს, რომ ხმაური უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე და ასევე იწვევს სხვადასხვა დაავადებების პროვოცირებას.

კანონი ითვალისწინებს ასევე საჯარიმო სანქციებს, რომლის მიხედვითაც კანონდამრღვევს კანონის ამოქმედების შემთხვევაში ითვალისწინებს:

ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას.

სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, იურიდიული პირის- 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის- 300 (სამასი) ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

სხვა ახალი ამბები: