ხობის ახალგარემონტებულ კულტურის სახლში ჭერი ჩამოინგრა

0

ხობის კულტურის სახლში, რომელიც მიმდინარე წლის მაისის თვეში გაიხსნა და სარემონტო სამუშაოებისთვის 850 ათასი ლარი დაიხარჯა, გაზეთ „ ხობის მოამბის” ოთახში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც თანამშრომლები აცხადებენ, ჭერის ჩამონგრევა სამუშაო საათებში მოხდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ხობის მერის მოადგილის, ვარაზ გაბედავას განცხადებით, სამუშაოები შ.პ.ს. „კომპანიონმა“ შეასრულა და როცა შენობა ჩააბარეს, ექსპერტიზის დასკვნაც ჰქონდათ. მისი თქმით, კომპანიას ხარვეზების გამოსწორების ვალდებულება აქვს.

STV NEWS-თვის ცნობილი გახსა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში კულტურის სახლის ორი თანამშრომელი გამოიკითხა. ერთ-ერთი თანამშრომლის განმარტებით, უწყების კითხვები ხობის კულტურის სახლში შესრულებულ სამუშაოებს შეეხებოდა.