ხობის ცენტრალურ სტადიონს სრული რეაბილიტაცია უტარდება

0

ხობში ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მთლიანად იცვლება ტრიბუნები, მონტაჟდება 4000 ინდივიდუალური სკამი, შენდება ადმინისტრაციული შენობა, სპორტსმენთა მოსასვენებელი ფლიგელი, საშხაპეები, იცვლება განათების და წყლის სისტემები.

პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია.

„ფეხბურთელებს აქამდე  ელემენტარული პირობები არ ჰქონდათ, არ არსებობდა მოსასვენებელი ფლიგელი, საშხაპეები, ადმინისტრაციის შენობა, მაყურებელს არ ჰქონდა ტრიბუნა და სკამი. მაგრამ ძალიან მალე ხობელ სპორტსმენებს ექნებათ ძალიან კონფორტული სტადიონი  და ეს ძალიან მახარებს“ – განაცხადა მიმდინარე სამუშაოების დასრრულების შემდეგ მხარის გუბერნატორმა.

ხობის სტადიონის რეაბილიტაცია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდიან ორ ეტაპად ხორციელდება და მისი ღირებულება ნახევარ მილიონამდე ლარია. სამუშაოს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტოტალი“ ახორციელებს. სტადიონის სრული რეაბილიტაცია მომავალ წელს  დასრულდება.