ხობის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტოენერგიის მიწოდება შეეზღუდება

0

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის (სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურიის მხარე) აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ

13 ივლისს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 05:00 საათიდან 08:00 საათამდე სამუშაოების მიზნით გამოირთვება ქვესადგური „მუხური“დან ფიდერები: სირიაჩკონი და ქვემო ქვალონი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ სენაკისა და ხობის მომსახურეობის ცენტრის 951 აბონენტს ( სოფელი სირიაჩკონი 132 აბონენტი (სენაკის მ/ც) და სოფელი ქვემო ქვალონი -819 აბონენტი (ხობის მ/ც)).

ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.

სხვა ახალი ამბები: