ხობის მუნიციპალიტეტში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკა გაიხსნა

0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ ქალაქ ხობში შ.პ.ს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხობის პოლიკლინიკა“ გახსნეს.

პოლიკლინიკა წლების განმავლობაში, ძველ, გაურემონტებელ შენობაში იყო განთავსებული, სადაც არსებული მდგომარეობა მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ პასუხობდა. დღეიდან მოქალაქეები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სამედიცინო მომსახურების მიღებას პროექტის ფარგლებში მოეწყო პანდუსი, შიდა და გარე კანალიზაციის, წყალგაყვანილობის, ელექტროგაყვანილობის სისტემები; გამოიცვალა კარ-ფანჯრები, იატაკი და ჭერი.

შენობის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ 42 000 ლარი შეადგინა.

სხვა ახალი ამბები: