ხობში დევნილთა ამბულატორია გაიხსნება

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ, ქალაქ ხობში, ახალი სამედიცინო დაწესებულება მოინახულეს და დასრულებული საეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

ახალი სამედიცინო დაწესებულება უახლოეს მომავალში გაიხსნება. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი და პროფესიონალი ექიმებით დაკომპლექტებული დევნილთა ამბულატორია იძულებით გადაადგილებულ პირებს მოემსახურება.

სამედიცინო დაწესებულება ადგილობრივი ბიუჯეტით აშენდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 42 000 ლარი შეადგინა.

სხვა ახალი ამბები: