ხობში ივერიის ღვთისმშობლის საკვირველმოქმედ და მსწრაფლშემსმენელ ხატს ჩამოაბრძანებენ

0

ხობის ყოვლადწმიდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსსა და საპატრიარქო რეზიდენციაში 27-28 მაისს ჩააბრძანებენ ივერიის ღვთისმშობლის საკვირველმოქმედ და მსწრაფლშემსმენელ ხატს “დედოფალი სიხარულის მომნიჭებელი”

აღნიშნულმა ხატმა საქართველოში ძალიან ბევრი წმინდა ადგილი მოიარა. ეს არის ხატი, რომელზეც ღვთისმშობელს ხელისგული მუდამ თბილი აქვს და ეს სითბო შეხებისას იგრძნობა. ხატს საქართველოს პატრიარქმა “დედოფალი სიხარულის მომნიჭებელი” შეარქვა. ეს ერთადერთი სიწმინდეა, რომლის ასლს იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველთა სახელი ჰქვია. ხატს ორი მცველი ჰყავს: ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა.

სხვა ახალი ამბები: