ხობში მოვარდნილმა ღვარცოფმა ავტომანქანა წაიღო (ვიდეო)

0

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ, ხობის რაიონის სოფელ პირველი მაისის სარკინიგზო მაგისტრალის ქვეშ გამავალი გზიდან ავტომანქანა წაიღო. მაშველებმა მძღოლის მანქანიდან გადმოყვანა დროულად შეძლეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ადგილზე სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.  შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ასევე, სოფელ პირველი მაისის გამგებლის რწმუნებული მარინა ლაგვილავა.

სხვა ახალი ამბები: