ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება (ვიდეო)

0

ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება. ყოფილი კინოთეატრის „თუთარჩელას“ შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია გაეცნენ.

სპორტული კომპლექსში გათვალისწინებულია საჭიდაო მოედნის, ჭადრაკის დარბაზის, საბილიარდეს, ფიტნესდარბაზისა და საუნის მოწყობა.

ქალაქ ხობში სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები.

პროექტით გათვალისწინებულია დარბაზში ლითონის ფერმების მოწყობა და გადახურვა. თუნუქით გადაიხურება ასევე დანარჩენი შენობა. ფასადზე მოეწყობა ალუმინის ვიტრაჟები.

მოწესრიგდება ელექტროგაყვანილობის, გათბობის და ვენტილაციის სისტემები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა და გარე კანალიზაციისა და ბიოლოგიური გამწმენდის მოწყობის სამუშაოები.

მშენებლობაზე, რომლის ღირებულება 2 500 000 ლარზე მეტია, 30 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოების დასრულება 2018 წლის გაზაფხულზე იგეგმება

სხვა ახალი ამბები: