ხობში “პატრიოტთა ალიანსის” წევრები პარტიას ტოვებენ

0

“პატრიოტთა ალიანსი”-ს ხობის რაიონული ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობამ უარი განაცხადეს ახალ გუნდთან თანამშრომლობაზე და პარტია ოფიციალურად დატოვეს. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი აქტივისტი ხობიდან, საკუთარ facebook გვერდზე წერს. ხობელი ტარიელ ზარანდია  სოციალურ ქსელში პარტიის თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის სახელზე მიმართვასაც აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ბატონო დავით, გაცნობებთ, რომ ჩემგან დამოუკიდებელი სხვადასხვა მიზეზთა გამო ვტოვებ პ/გ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” რიგებს. უმადური არასდროს ვყოფილვარ…მადლობას მოგახსენებთ პირადად თქვენ და თქვენი თაოსნობით “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” იმ მხარდაჭერისათვის,რომელიც 2015 წლის ოქტომბერში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ჩემს მიმართ გამოიჩინეთ. სამწუხაროდ სხვადასხვა “მანქანების” ჩარევის გამო ვერ გავიმარჯვეთ და ამომრჩეველთა მხოლოდ 27%-მდე ხმა მოვიპოვეთ.

მინდა წარმატებები ვუსურვო იმ გუნდს,რომელიც ამჟამად ხობში “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” წარმოადგენს!”-ნათქვამია მიმართვის ტექსტში, რომელსაც “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი აქტივისტი საკუთარ facebook გვერდზე აქვეყნებს.

სხვა ახალი ამბები: