ყოფილმა მერმა ახლად არჩეულ მერს გზა დაულოცა – ლაშა გოგია მუშაობას შეუდგა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ლაშა გოგია უფლება-მოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.

ლაშა გოგიას პირველი სამუშაო დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მერმა ირაკლი გოგოხიამ.

ხვალ ზუგდიდში ახლად არჩეული საკრებულო შეიკრიბება, რომელიც საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს და სხვა თანამდებობის პირებს აირჩევს. ზუგდიდის მერი ლაშა გოგია საკრებულოს წევრებს სხვადასხვა თანამდებობებზე დასამტკიცებლად ახალ სახებს წარუდგენს.

სხვა ახალი ამბები: