ყოფილმა საჯარო მოხელეებმა სამეგრელოს გუბერნიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს

0

ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულებმა და მათმა რამდენიმე მხარდამჭერმა დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თვითმმართველობებიდან საჯარო მოხელეები უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ამასთან, მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და ნეპოტიზმში დასდეს ბრალი.

საპროტესტო აქციას ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილე, გიზო სართანი ხელმძღვაბნელობდა. საპროტესტო აქციაზე “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავაც გამოჩნდა. აქცია დაახლოებით 15 წუთში დაიშალა.

სხვა ახალი ამბები: